თეგებით ძიება

"ამ ადამიანს პარლამეტში რა უნდა? სისულელეს, თან ასეთი დოზით, ვერ და არ "გავატარებ" - ვის უპირისპირდება გიორგი ფხაკაძე?

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აკრიტიკებს “ევროპელი სოციალისტების” წევრს, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას, რომელმაც პარლამენტში გენური ინჟინერიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "ყველანაირად ცდილობენ გამოხშირონ მსოფლიო მოსახლეობა, დატოვონ მხოლოდ ცალკეული ელიტა, ამასთანავე გადააგვარონ, ან გენური ინჟინერიით გამოიყვანონ მომსახურე ადამიანთა რობოტიზირებული მონათა ჯგუფი".

"ამ ადამიანს ჩემი ქვეყნის პარლამეტში რა უნდა?
უფოლოგი და ავლაბრელი ჟუჟუნა მკითხავი რაღაცას რომ იბოდიალებს, მივეჩვიეთ და "მოსულა", მაგრამ ეს რა უბედურებაა!
ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლება ვერ დავალაგეთ (არ უნდათ, შევთავაზე ქართული მოდელი და არაო, თურმე პირდაპირ ამერიკულზე უნდა გადავიდნენ, ველოდებით)!

ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელ აკრედიტაციას ეწინააღმდეგებიან, რათა ვერავინ გაიგოს, თუ რა ჭაობში ვართ (ისედაც ვიცით)… მე ქართული მოდელის დანერგვა შევთავაზე და ….
პარლამენტარმა რაღაც “ინჟინერიაზე” ბოდვის ნაცვლად (სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე ლექსიკონში) იქნებ რაიმე ქვეყნისთვის სასარგებლოზე იფიქროს და ილაპარაკოს..
აშკარად დაბოლილები არიან, სხვა ლოგიკური დასკვნა ვერ მოვძებნე …
მაპატიეთ, მწარე გამომივიდა
P.S.: არ დამიწყოთ, პოლიტიკაში წადიო. სისულელეს, თან ასეთი დოზით, ვერ და არ "გავატარებ"!პოლიტიკა არაფერ შუაშია!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა