თეგებით ძიება

როდიდან დაიწყებს ლარი გაუფასურებას? - ოთო აბესაძის პროგნოზი

ეკონომისტი, ოთო აბესაძე ლარის კურსის გაუფასურებას ვარაუდობს და ხსნის, რატომ შეისყიდა 10 მლნ დოლარი სებ-მა.

"ეროვნულმა ბანკმა 24 მაისის ვაჭრობის შედეგად 10 მლნ დოლარი შეისყიდა ანუ ბაზრიდან უკან ამოიღო, არ ვხუმრობ.

მარტივად რომ ავხსნა, ეხლა როდესაც ლარის გამყარების ტენდენცია მიდის და პირიქით უნდა “ჩაასხა” დოლარი, რომ უფრო მეტად გაამყარო ლარი და დაიჭირო ერთგვარი სტაბილური კურსი მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში მაინც, ამის პარალელურად ბაზრიდან დოლარი გაიტანეს.
ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან დოლარი 2019 წლის ზაფხულში ამოიღო ‼️
ჩათვალეს, რომ 2.84 ის მიჯნაა, რის ქვევითაც ლარი არუნდა გამყარდეს.
გაინტერესებდათ როდიდან დაიწყებდა ლარი გაუფასურებას?
ეროვნულმა დოლარი ამოიღო
მსხვილი იმპორტიორები მესამე კვარტლიდან დაიწყებენ რეზრევების შევსებას და დოლას გაიტანენ ბაზრიდან
ლარის გაუფასურება დაიწყება ივნისის დასაწყისიდან.
P.S. არარის იმ მოცულობის ტურისტი და მონეტარული ბრუნვა ქვეყანაში, რომ 10 მილიონი დოლარის ამოღებას და იმპორტიორთა წნეხს გაუძლოს ", - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა