თეგებით ძიება

"როდესაც გვაწუხებს ნევროზი ან დეპრესია, სასირცხვილო არაა...კი არ უნდა დავმალოთ, ამაზე საჯაროდ უნდა ვისაუბროთ" - ნინო ზამბახიძე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და საქართველოში არსებულ სტერეოტიპებზე, სოციალურ ქსელში წერს.

"როდესაც გვაწუხებს ნევროზი ან დეპრესია აქ არც სასირცხვილოა რამე არც შემაშფოთებელი და არც სათაკილო! თავის ტვინიც ზუსტად ისეთივე ორგანოა ადამიანისთვის როგორიც სხვა დანარჩენი, არასდროს გვრცხვენია ვისაუბროთ, რომ გვაქვს პირობითად გულის მანკი ან თიაქარი ან რავიცი რამდენი რამის თქმის არ გვრცხვენია. მაგრამ ვმალავთ რომ გვაქვს სტრესი, ნევროზი , შფოთი თუ დეპრესია ესეც საბჭოთა სტერეოტიპია ჩემი აზრით როგორც სხვა დანარჩენი, ოღონს ეს იმ სერიიდან არის ადამიანი თუ ფსიქოლოგთან მივიდოდა გიჟათ რომ შერაცხავდნენ! ზოგს საზოგადოებრივი აზრის ეშინია ზოგს სამსახურის დაკარგვის ზოგს ოჯახის , მეზობლის და რავიცი კიდე რამდენი რამის ეშინია. 21 საუკუნეში რომელიც გამოწვევებით სავსეა მენტალური ჯანმრთელობა მსოფლიო დღის წესრიგში დგას. მეც მივეკუთვნები იმ ადამიანების ჯგუფს ვისაც ნევროზი გაუვლია , ხშირად მსმენია ასეთი შეძახილები “ თავი ხელში აიყვანე” ან თავს შემოუძახე” “ ნევროზი არა ის გჭირს” “შენ რა გაქვს სანევროზო “ და ა.შ ეს არ არის სწორი! სწორია ურჩიო დროულად მივიდეს ექიმთან და თავს მიხედოს!

როგორც ჩემი საყვარელი ექიმი ვაჟა კენჭაძე ამბობს, როდესაც მიცურავ გამოწვევებით სავსე ოკეანეში სულ უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს ნაპირი და თუ შენ სწორად იცურებ სწრაფად მიხვალ ნაპირთან ხოლო თუ დაივიწყებ რომ ოკეანეში ხარ დაგეზარება და ხელს არ გაანძრევ ჩაიძირები!
ხოდა ეს კი არ უნდა დავმალოთ ამაზე საჯაროდ უნდა ვისაუბროთ რომ ბევრმა მიცუროს ნაპირთან ასე მგონია მე!", - წერს ზამბახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა