თეგებით ძიება

"სამყარო უსამართლოდაა აწყობილი და ეს უსამართლობა უკვე საგანგაშო ხდება, კარგი არაფერი ხდება და ვერ მოხდება" - დემურ გიორხელიძე

ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ კრისისზე საუბრობს.

"წელს მსოფლიო ეკონომიკას რეცესია ელის?!
ვნახოთ, თუმცა, კარგი არაფერი ხდება და არ/ვერ მოხდება!
მთავარი მიზეზები:

(ა) პანდემიის აფეთქება ჩინეთში, ლოკდაუნები და შეზღუდვები.
მსოფლიო წარმოებაში ჩინეთის წვლილი 19%-ია!
დანარჩენი მსოფლიო ვერ ახდენს ჩინეთში კარანტინით გამოწვეული შედეგების გადაფარვას, - მთავარი დარტყმა მიადგა მიწოდებათა გლობალურ სისტემას (ეს სიტემა კი ურთიერთგადაბმული რგოლებივითაა ერთიან ჯაჭვში) მიწოდებისა და მოთხოვნისა საქონელსა და მომსახურებაზე.
(ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდა აშშ-ში ქმნის სერიოზულ პრობლემებს და აქტივობის შენელებას.
(გ) ცხოვრების გაძვირება ევროპაში და
(დ) შიმშილის საფრთხე მრავალ ღარიბ ქვეყანაში!
p.s.
ასეა!

სამყარო უსამართლოდაა აწყობილი და ეს უსამართლობა უკვე საგანგაშო ხდება! 21-ე საუკუნეა და სამყარო ისევ წარსულშია: ომები, ერთმანეთის განადგურება და ამ მიზნით კოლოსალური თანხების მიმართვა ჩვეულებრივი ნორმა გახდა!
რაღაც დეფექტური ადამიანში, ჩანს შემოქმედმა ჩადო!
ეს გარდამავალი ფორმა, - რასაც დღეს ადამიანი ჰქვია, -
თავისი აზროვნების სიმწირითა და ბოროტებით თვითგანადგურების რეჟიმზეა მომართული.
ახლა უკვე აღარ მიკვირს,
5 000 წელზე მეტი მეხსირება რომ არგააჩნია კაცობრიობას!
აშკარად, ერთი ციკლი (თუ მეტი არა) თვითგანადგურებისა უკვე გავლილი აქვს.
ვერაფერს გააწყობ!
როგორც ჩანს, ეს მექანიზმი კოდირებულია ადამიანის კონსტრუქციაში და იგი პერიოდულობით ამუშავებს მას!
21-ე საუკუნეა, ასობით მილიონი ღარიბი და
სხვის ტრაგედიაზე კოლოსალურად გამდიდრებული ადამიანები!", - წერს ანალიტიკოსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა