თეგებით ძიება

"ანტირუსული მოწოდებებით გველაპარაკება მილიონერი გახარია, რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი, ეს ქვეყანა არ იმსახურებს ამდენ აღვირახსნილს" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე სოციალურ ქსელში წერს:

"გრძელდება ივანიშვილის უკვე დაწყებულ დასანქცირებისაგან გადამრჩენთა სრული გაშიფრვა. ვუყურებ ახლა ჩვენი ახალგაზრდების თვალთ დამთხრელ, ვითომ ოპოზიციაში თავშეფარებულ გახარიას პირდაპირ ჩართვას კვლავ ტვ--პირველზე,რომელიც ასევე გვიმტკიცებს ერთიანობის აუცილებლობას ივანიშვილთან რათა ევრო--კანდიდატის სტატუსი მივიღოთ,მაშინ როდესაც ყველან კარგად იცის,რომ ივანიშვილის რეჟიმს არავინ მისცემ ამ სტატუსს სანამ ისინი აქ არსებობენ.----ყველამ გაიგოს-- საქართველოს ევროკავშირში მიღება დღეს ნიშნავს ივანიშვილის დასანქცირებას რის შემდეგაც რეჟიმი ჩამოემხობა და გაიხსნება ყველა ჩაკეტილი გზა საქართველოსათვის. P.S--სასწაული კიდევ ისაა, რომ ანტირუსული მოწოდებებით გველაპარაკება მილიონერი გახარია,ივანიშვილის ბიზნესის მმართველი რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი.ცოდვაა მართლა ეს ქვეყანა ცოდვა,არ იმსახურებს ამდენ აღვირახსნილს", - წერს ნათელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა