თეგებით ძიება

"ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, ერთმანეთზე ძალადობა ნებისმიერი მოტივით არის უკიდურესი სიმდაბლე" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ტეხასის სკოლაში მომხდარ საშინელ ტრაგედიას ეხმაურება.

"ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, რა გინდა რა მიზეზით, ერთმანეთზე ძალადობა ნებისმიერი მოტივით, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა სოციალური, ეკონომიური ან გარეგნული პრივილეგიით არის უკიდურესი სიმდაბლე.
როცა სხვას დასცინით სინამდვილეში თვითონ ხართ სულელის როლში. სხვაზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ბულინგით საკუთარ თავზე ყვებით უსაზიზღრეს ისტორიას.

რა შორსაც არ უნდა გაიჭრათ წინ, კარიერულ-ფინანსურად, თუ სულიერ არსებებზე ძალადობთ, არარაობები ხართ. ასეთი არარაობები ვერასდროს ვერაფერს ქმნიან ღირებულს.

ნურასდროს იძალადებთ სულიერ არსებებზე. როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ, წარმოსახვაში როლები გაუცვალეთ და წარმოიდგინეთ რას იგრძნობდით მათ ადგილას.

ადამიანები ველურ მტაცებლებად არ იბადებიან. ისინი ერთმანეთს ქმნიან ასეთებად.
უკვე ვრცელდება პირველი ცნობები იმის თაობაზე, რომ ტეხასში

მომხდარი ტრაგედიის შემოქმედი თვითონ არა ერთხელ გამხდარა თანაკლასელებისგან ჩაგვრის ობიექტი. თქვენ ბადებთ ერთმანეთში ველურ მტაცებლებს. ბოლო ბოლო თქვენ თვითონვე შეიძლება აღმოჩნდეთ სასიკვდილო საფრთხის წინაშე.
ბავშვებო, ნუ გაიხდით ძალადობას ცხოვრებისეულ რუტინად!"-წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდში 18 წლის სალვადორ რამოსი სკოლაში შეიჭრა და იქ სისიხლიანი სასაკლაო მოაწყო.ბოლო მონაცემებით მოკლულია 21 ადამიანი, აქედან 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა