თეგებით ძიება

"ის არ ჰგავს არც გრიპს და არც კორონავირუსს, ნუ გეშინიათ" - რის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე?(ვიდეო)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში "მაიმუნის ვირუსის“ შესახებ საუბრობს.

"სანერვიულო ნამდვილად არაფერია განსაკუთრებით საქართველოში ვინც ცხოვრობთ. ნუ გეშინიათ. ეს ვირუსი აფრიკიდან წამოვიდა. ფართო მოსახლეობისთვის ინფექციის რისკი დაბალია, #MonkeypoxVirus მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის. მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის ვირუსების ოჯახიდან, რომელსაც მუტაციისკენ მიდრეკილება არ ახასიათებს და ის არ ჰგავს არც გრიპს და არც კორონავირუსს.

მიიღეთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან: აგერ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე, აგერ - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და აგერ - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ისე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაზე სანდო წყაროა, ოღონდ, მართლა,“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა