თეგებით ძიება

"მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ... მაპატიე, ალბათ რამდენჯერ გაწყენინე.." - ხათუნა ჟორდანია

მომღერალი, ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში დედას ემოციურ პოსტს უძღვნის:

"დედა
მაპატიე, ვერ მივხვდი, რომ დამიბერდი,
მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ,
მაპატიე, ალბათ რამდენჯერ გაწყენინე,
მაპატიე, რომ ვერ დაგაფასე
მაპატიე, რომ ვერ ვიფიქრე, რა მძიმე იქნებოდა სიცოცხლე უშენოდ,
მაპატიე, რომ ვერ მივხვდი, შენს გარეშე ირგვლივ ყველაფერი როგორ გაფერმკრთალდებოდა,
მომიტევე, მაპატიე დე
დღეს შენი დღეა! მიყვარხარ, ჩემო დედიკო", - წერს ხათუნა ჟორდანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა