თეგებით ძიება

"1200 ადამიანი აწერს ხელს მოთხოვნას, რომ ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან ურთიერთობა" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს ყოფილ თანაგუნდელ ლევან ბერძენიშვილზე, რომლის ნათქვამმა ერეკლე მეფეზე, საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

"1200 ადამიანი აწერს ხელს მოთხოვნას, რომ ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან ურთიერთობა.
ანუ უკვე ვიცით 1200 ადამიანი, ვისი მიშვება არც სტუდენტებთან შეიძლება, არც სკოლის მოწაფეებთან და საერთოდ ორი ბატის მწყემსობის იქით არ უნდა გაუშვა.

მაინცდამაინც ცნობილი ხალხი არაა (უფრო სწორად, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ხალხია), მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა კარგია, რომ ასეთ ხალხს არ იცნობ", - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა