თეგებით ძიება

"განახლებული ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ" - ვირუსის არეალი ფართოვდება

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით, განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:

"განახლებული ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ:
დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები).
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში - ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში - დაფიქსირდა პირველი შემთხვევები.
მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.

გერმანიამ შეუკვეთა 40000 დოზა ყვავილის ვაქცინა, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.
რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება.

ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც.
გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო.

2019 წელს უშუალოდ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა", - წერს ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა