ირანი რუსეთს ფოლადის სანაცვლოდ ტურბინებს და სათადარიგო ნაწილებს მიაწვდის
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ირანის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა სეიედ რეზა ფატემი ამინმა განაცხადა, რომ ირანი აპირებს ბარტერული ვაჭრობის დაწყებას რუსეთთან.
"ირანი და რუსეთი გააფორმებენ მსხვილ ბარტერულ შეთანხმებებს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გასაადვილებლად. ეს საშუალებას მისცემს ირანს, საავტომობილო ნაწილებისა და გაზის ტურბინების ექსპორტის სანაცვლოდ, რუსეთიდან ფოლადი შემოიტანოს. ზოგიერთმა ირანულმა კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს რუსეთის ელექტროსადგურებში გაზის ტურბინების მიწოდების ან შეკეთების შესახებ“, - აღნიშნა ირანის ვაჭრობის მინისტრმა.