თეგებით ძიება

"ცოტა ხანში კორონაციასაც დააწესებენ და მერე შვილებსაც გადასცემენ მეფის სტატუსს" - რას წერს ბიძინა ივანიშვილზე დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"რატომ ითხოვთ მადლიერებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ? ის პოლიტიკაშია, ანუ მისი "ქველმოქმედების" საპირწონედ, ყველაზე დიდი ძალა-უფლების მქონე ადამიანია, რომლის განკარგულებაში არის მთელი ქვეყანა. რამდენი ქართველი იცით, რომელსაც მთელი სამთავრობო ხელისუფლება იცავს? ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი იღებს ხმას, მაშინვე იწყებთ იმის ყვედრებას, რომ მან რაღაც გააკეთა და 3 მილიარდი დახარჯა. უკაცრავად, მაგრამ ჩემი ქვეყანა 3 მილიარდი არ უნდა ღირდეს? თუ დახარჯა, არის კიდეც მეფე (ერთი კორონაცია აკლია, თორემ დიდად არ ჩამოუვარდება დედოფალ ელისაბედ მეორეს). და რატომ ვწერ ამას იცით? "ქველმოქმედება" როდესაც ითხოვს ჩასესხებას, როდესაც ამას მუდმივად გაყვედრიან და გაძახებენ, არ უნდა მიიჩნეოდეს არგუმენტად და გაბათილებული უნდა იყოს ისეთ შემთხვევაში, როდესაც უკვე საუკუნის მეათედია ოქროს ტახტი აქვს მოდგმული "ქველმოქმედს". თუ ჩვენი საზოგადოება არ მიეჩვია პიროვნებების კი არა, არამედ საარჩევნო პროგრამის არჩევას - ყოველთვის იქნებიან ასეთი "ქველმოქმედები", რომლებიც დახარჯავენ ფულს და მოიდგამენ ოქროს ტახტს. ცოტა ხანში კორონაციასაც დააწესებენ და მერე შვილებსაც გადასცემენ მეფის სტატუსს. დემოკრატია ხალხმა უნდა შექმნას, მას ოლიგარქები არ შეგიქმნით!", - წერს მანგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა