თეგებით ძიება

ჩემს ბავშობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის - ზურა შევარდნაძე

ჩემს ბავშობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და  ჩხირიც დაარჭო განედლდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე წერს:

ჩემს ბავშობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და  ჩხირიც დაარჭო განედლდება.

ამიტომ თესლებს მანამდე დავახარისხებდით და მოვიმარაგებდით, დასარგავსაც ამ დღისთვის შევინახავდით. თავსხმა და დელგმაც, რომ ყოფილიყო უსათუოდ დავთესავით და დავრგავდით.

"ჩულქებში" გამოკონილ თესლებს რომ ყრიდა ბებია მიწაში ჩურჩულით მიაყოლებდა ლოცვას: "სიკეთით მომაწევიე  და სიკეთით მომახმარე წრომანდელი მოსავალიო.."

ბაბუაც დაკრავდა თოხს და მიაყრიდა დაშლილ ბელტებს ბებიას ჩაყრილ სამშეთა ლობიოს კაკლებს, ფორჩხის კიტრებს და ხაპერებს. ფოცხით გადაუვლიდა კეჟერა ფხალს, მაკიდოს და ნიახურის კვლებს.

დიდ, თათრულა ხაპებს ბუდნებათ ვთესავდით და საძროხის სახურავზე აგვყავდა ჩელტებით..

ცერცვი წინა წლის ოქტომბერში ითესებოდა და ამ დღეს უკვე პარკში თუარა ყვავილში მაინ იყო.

ღვივოდა ჩვენი ბახჩა მისდღემჩი და დაზამთრებამდე ბებიას კალთებით გადმოქონდა და გადმოქონდა ნაირნაირი ბოსტნეული და მწვანილი.. სავსე იყო ყოველთვის გობები, გოდრები,  კალათები.... საკმარისზე მეტი გვქონდა სულ ყველაფერი.

ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი , რომ  გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით.. - წერს ზურა შევარდნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა