თეგებით ძიება

"დღეს თუ საქართველოში მშვიდობაა, ვისაც არ უნდა ეპიტნავებოდეს ეს, არის ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!" - ლადო ბედუკაძე

ციხის სკანდალური ფიების ავტორი, ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"განცხადება, რომ " უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დაიმსახურა" პირდაპირ ნიშნავს აღიარებას იმის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გზა გადიოდა და გადის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე, ომზე,მეტ დაღვრილ ქართულ სისხლზე , განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე, მეტ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საკუთარ ( ევროპულ ) ინტერსებზე.
მაშინ, როცა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის 100 დღის განმავლობაში ყოველდღიურად რუსეთის ბიუჯეტი მილიარდი დოლარით ივსება.
ევროკომისრების მიერ გაჟღერებული
"პოლარიზაციის დასრულება" რეალურად კი ნიშნავს ერთ-ერთი მხარის, პირდაპირ მინიშნებით პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განადგურებას და "ნაციონალური მოძრაობის"ხელისუფლებაში დაბრუნებას.
მინიჭებული ე.წ ცინიკური სტატუსი " ევროპული პერსპექტივის" არის მათი პოლიტიკური შურისძიება, იმის გამო, რომ საქართველო ვერ ჩააბეს რუსეთთან ომში.
დასკვნა: დღეს თუ საქართველოში მშვიდობაა , ვისაც არ უნდა ეპიტნავებოდეს ეს, არის ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!", - წერს ბედუკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა