თეგებით ძიება

"ვერანაირი "ლენდ-ლიზი", ვერანაირი სამხედრო ტექნიკა ნატოს წევრი ქვეყნებიდან უკრაინას ვერ უშველის!" - დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე, ბოლო პერიოდში მსოფლიოში დასაქართველოს ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში აფასებს:

"იცით, ცინიზმი რაშია?!
3,5 თვეზე მეტია ნადგურდება უკრაინელი ჯარისკაცები,
მსხვერპლი უზარმაზარია! ამ ხნის მანძილზე, ნაბიჯი არ
გადადაგმულა კონფლიქტის შესაჩერებლად, არადა, მისი არდაწყება ელემენტარული პირობების დაცვას ითხოვდა
მხოლოდ!
ახლა ამერიკელებიც, და ეს ამორფული სტოლტენბერგიც უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების
დათმობა მოუწევსო! ამ ჭკუამოკლე ხალხმა, სიტუაცია იმ
უკიდურესობაში შეტენეს, რომ შანსი არ არსებობს არც
მოლაპარაკებებისა და არც დანდობისა!
სიტუაციას წერტილი დაესმება მაშინ, როცა ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდო, - განაცხადეს ოფიციალურად რუსებმა. როდის ჩათვლიან საჭიროდ, - ეს უკვე თავსატეხია, მაგრამ არა უკრაინისა!
ყველაზე დიდი დაძაბულობა უკრაინის მერე დაიწყება.
ვერანაირი "ლენდ-ლიზი", ვერანაირი მილიარდები,
ვერანაირი სამხედრო ტექნიკა ნატოს წევრი ქვეყნებიდან
უკრაინას ვერ უშველის! პოლონეთის ტრაგიკომიკური
კონვულსიები უკრაინას ვერ უშველის!
უკრაინის შემდეგ ნატოს პრობლემები იწყება და ეს აშკარაა!..
მძაფრდება სიტუაციები საქართველოს ირგვლივაც!
რეალური დაპირისპირება რა დონეზეა და რაზეა, -
კვლავ სიღრმეშია მიჩქმალური და დამალული!
სანცვლოდ კი რეალობის შესანიღბად პრაიდი,
"კანდიდატის სტატუსი", რუსოფობია და ჩვეულებრივი
ქართული ეგზალტირებული ქცევაა!
როცა ყველაფერი დასრულდება, ისეთ სურათს ნახავთ, რომლის წარმოდგენაც ახლა გიჭირთ, მაგრამ ასეა!
უკრაინის სახელმწიფოს ტრაგედია - ეს პოლიტიკური
"წითელი შუქია" - აი, რისი გაკეთება არ შეიძლება არასოდეს!", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა