თეგებით ძიება

"გაზს და წიწაკის სპრეის ბევრი წყალი შველის, უწყვეტი გამორეცხვით. რძე და პარალელურ რისკს აჩენს ინფექციის" - ლუკა ნაჭყებია

შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში წერს:

"1) გაზს და წიწაკის სპრეის ბევრი წყალი შველის, უწყვეტი გამორცხვით. რძე და ამგვარი ნივთიერებები პარალელურ რისკს აჩენს ინფექციის.

2) პირში თუ გაქვს წიწაკის სპრეი, ზეთის გამოვლება აზავებს. ოღონდ ბევრი უნდა ივლო და აფურთხო.

3) ლინზები არ გაიკეთოთ. აუარესებს ეფექტს.

4) სახეზე არანაირი ზეთოვანი არ წაისვათ. მზისგან დამცავი, კრემები და მეიქაფი აუარესებს გაზის და სპრეის ეფექტს.

5) თვალებში ხელები არ ამოისვათ. ხელების დაბანას ფეირის და მაგვარი ცხიმის მომშორებელით აქვს აზრი. მარტი წყალი კანიდან ვერ ამოიყვანს. - მარა ამავდროულად სახის დაბანა საპნით უარეს ეფექტს აჩენს.

პროცესში ჯობია უბრალოდ მშრალი ხელსახოცით სულ იმშრალოთ სახე, რომ ოფლმა და წყალმა არ გადანაწილოს სახეზე. თუ გექნებათ მშვიდი მომენტი, მერე დაიბანეთ სახე.

6) შარვალი და გრძელმკლავიანი, კანის დასაცავად.

7) ჩანთაში წყალთან და სხვა ინვენტართან იქონიეთ მეორე პირი ტანისამოსი, და პოლიეთილენის პარკი რომ გამიცვლის შემთხვევაში დაბინძურებული წიწაკიანი ტანსაცმელი იზოლირებულას შეინახოთ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა