კვადრატული მეტრი თეთრი კარკასის ღირებულება 3 036 დოლარს აღწევს - როგორია ფასი თბილისის უბნების მიხედვით
თბილისში, თეთრი კარკასის ფასი კვადრატულ მეტრზე 3 ათას დოლარს აღემატება. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ თბილისის უძრავი ქონების თებერვლის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, კვადრატული მეტრი თეთრი კარკასის ფასი 3 ათასს დოლარს ვაკეში აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ფასი, დედაქალაქის მასშტაბით, სწორედ ვაკეში დაფიქსირდა.
კონკრეტულად კი, თბილისის უბნებში პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის 1 კვადრატული მეტრის ღირებულება შემდეგნაირია:
- ვაკე - 3 036 დოლარი;
- საბურთალო - 1 657 დოლარი;
- კრწანისი - 1 655 დოლარი;
- დიდუბე - 1 437 დოლარი;
- ისანი - 1 363 დოლარი;
- ნაძალადევი - 1 218 დოლარი;
- დიდი დიღომი 1 111 დოლარი;
- სამგორი - 1 106 დოლარი;
- გლდანი 1 058 დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 1 040 დოლარი.