თებერვალში მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორში კლება იყო, სხვა სექტორებში ზრდა - საქსტატი
საქსტატმა 2026 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვალში ჯამურად ეკონომიკის ზრდა 8.4% იყო. საქსტატის თანახმად, ეკონომიკის სექტორებიდან ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT) სექტორმა, ასევე ლოგისტიკის სექტორმა, ზრდა იყო ასევე საფინანსო სექტორში, დამმუშავებელ მრეწველობასა და სამთო მოპოვებაში, ხოლო შემცირება დაფიქსირდა ენერგეტიკის და მშენებლობის სექტორებში.
"2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
მთლიანობაში საქსტატის თანახმად, 2026 წლის თებერვალში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 13.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.7%-ით გაიზარდა.