"კახა კინწურაშვილის მიერ პოზიციის საჯაროდ გამოხატვა ტელეკომპანია იმედის ეთერიდან, სამოქალაქო სიმამაცის ნიმუშია" - გიორგი მშვენიერაძე
იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია "იმედის" წამყვანის, კახა კინწურაშვილის განცხადებას სამოქალაქო მამაცობად მიიჩნევს.
"კახა კინწურაშვილის მიერ პოზიციის საჯაროდ გამოხატვა ტელეკომპანია იმედის ეთერიდან - "ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ფარდა ახდილია და ყველაფერი წინ გვაქვს", არის სამოქალაქო სიმამაცის ნიმუში და დასაფასებელი", - წერს მშვენიერაძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა, კახა კინწურაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.