"მართმევენ!! ეს ჩემი გაშენებული ბიო ვენახია, რომელზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მწერს, რომ თუ არ დავთანხმდები მათ შეთავაზებას, იძულების წესით წამართმევენ"
სოციალური ქსელის მომხმარებელი, აკო ბაკაშვილი ვენახზე წერს, რომლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
"მ ა რ თ მ ე ვ ე ნ ! ! ! ! !
ეს ჩემი გაშენებული ბიო ვენახია, რომელზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მწერს, რომ თუ არ დავთანხმდები მათ შეთავაზებას იძულების წესით წამართმევენ.
მათი წინადადება მდგომარეობს შემდეგში: ნახევარი ვენახის ადგილზე გზას აშენებენ და მხოლოდ ამ ნახევრის კომპესაციას მთავაზობენ, სანამ გზას ააშენებენ და ერთადერთ მისასვლელ გზას გადათხრიან ამ პერიოდში მეორე ნახევარიც რომ გაოხრდება, მერე რაო", - წერს სოციალურ ქსელში აკო ბაკაშვილი.