თეგებით ძიება
07. 07. 2022 მსოფლიო

ბორის ჯონსონი ზელენსკის - შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ!

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს უკრაინის მიმართ გადამწყვეტი მოქმედებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი მადლიერია დიდი ბრიტანეთის ძალისხმევისთვის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკის ქებით დაასრულა და განაცხადა: „შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა