თეგებით ძიება

"რუსების ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ბაზა დაიბომბა! იწვოდა ლამაზად, არხეინად" - რას წერს ნიკოლოზ ლოლაძე?

ნიკოლოზ ლოლაძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს სოციალურ ქსელში აქტიურად აშუქებს, ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე წერს:

"გუშინ ყირიმში, ნოვოფიოდოროვკაში რუსების ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ბაზა დაიბომბა! იწვოდა ლამაზად, არხეინად

▪️ ამ ამბით რუსებისთვის მიყენებული რეპუტაციული, მორალური და მატერიალური ზარალი უტოლდება (თუ არ აღემატება) კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვას.
▪️ აფეთქების ვიდეოკადრებიდან ცხადად ჩანს, რომ ჯერ მოხდა მთელი ბაზის ტერიტორიაზე - რამდენიმე ადგილზე სარაკეტო დარტყმები, ხოლო შემდეგ - ერთდროულად ორ ადგილას - ბომბებისა და რაკეტების საწყობის და/ან საწვავის ავზების დეტონაციური აფეთქება (ვიდეო კომენტარშია).

▪️ ინტერნეტში გამოჩენილ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბაზიდან ერთ კილომეტრში განლაგებულ საცხოვრებელ სახლებში არათუ დალეწილია, მთლიანად, ჩარჩოიანად ამოვარდნილია ფანჯრები და აივნების კარები. ბაზის პერიმეტრზე მდგარი მანქანების უმეტესობა დამწვარია ან ძალიან დაზიანებული - მეტწილად მძიმე მეტალის ნამსხვრევებით (ვიდეოკადრები კომენტარში).
▪️ აფეთქების მომენტში ბაზაზე იყო:
- 12 სუ-24 თვითმფრინავი (თითო მინიმუმ $25 მილიონი)
- 10 სუ-30 თვითმფრინავი (თითო მიმიმუმ $50 მილიონი)
- 8 მი-8 ვერტმფრენი (თითო მინიმუმ $15 მილიონი)
- 1 ილ-76 სატრანსპორტო თვითმფრინავი (ეს გადარჩა)

ამგვარად, მხოლოდ დაკარგული ტექნიკით, რუსების ზარალმა შეიძლება $900 მილიონს მიაღწიოს. გარდა ამისა, განადგურდა უამრავი საავიაციო რაკეტა, რომელთა ღირებულებაც ხშირად ათეულობით მილიონით იზომება. ასე, რომ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსებისთვის გუშინდელი ოპერაციით მიყენებული საერთო მატერიალური ზარალი $1 მილიარდს აღემატება. თუმცა ეგ არაფრის თქმაა - რუსეთს ბევრი მილიარდი დოლარი შეიძლება ჰყონდეს გადანახული, მაგრამ სამხედრო ავიაპარკის ამ დანაკარგს უბრალოდ ვეღარასდროს აინაზღაურებს - ასეთ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს უახლოესი წლების მანძილზე ის უბრალოდ ვეღარ შექმნის.

▪️ ვინ და რით დაბომბა ნოვოფიოდოროვკის (საკის) ავიაბაზა?
- მე მგონია, რომ უკრაინულმა HIMARS-ებმა იყოჩაღეს აშშ-ს მიერ გადაცემული 300-კილომეტრიანი ATACMS რაკეტებით. მაგრამ...
- საინტერესოა, რომ დაბომბვისთანავე ოპერატიულად ამუშავდა მრავალმხრივი ამერიკულ-უკრაინული საინფორმაციო კამპანია, მთავარი ამოცანით - დაარწმუნონ ყველა, რომ ამერიკელები არაფერ შუაში არიან:
- პენტაგონმაც სასწრაფოდ განაცხადა რომ დაბომბვა უკრაინული იარაღით მოხდა, не виноватая я
- ნიუ იორკ ტაიმსმაც სასრწაფოდ დაწერა, რომ აშშ არაფერ შუაშია, ყველაფერი უკრაინელებმა გააკეთეს,
- არესტოვიჩმაც სასწრაფოდ თქვა რომ ეს ან "ახალი" უკრაინული იარაღი იყო, ან ყირიმელი პარტიზანები :)))
- და ბოლოს, სასწრაფოდ გაჩნდა და გაპიარდა ამბავი უკრაინული ვუნდერვაფეს - რაკეტა "გრომის" შესახებ, რომელიც თურმე უკრაინელებს დიდი ხანია აქვთ და მალავენ და თურმე მოსკოვსაც წვდება. ამ რაკეტაზე უფრო დეტალურად ჩემს ერთ-ერთ ბოლო პოსტში (გაზიარებულ ლინკში) წერია, თუ გაინტერესებთ.
▪️ კი, შესაძლებელია მითიური მზეთუნახავი "გრომიც" იყო. მაგრამ გაცილებით უფრო მარტივი და რეალისტური ვერსია ის არის, რომ აშშ-მა უკრაინას 300-კილომეტრიანი ATACMS რაკეტები გადასცა - უბრალოდ, ამ ეტაპზე რუსეთის ზედმეტად პროვოცირება არ უნდათ და ურჩევნიათ რომ ამ დარტყმისთვის მთელი კრედიტი უკრაინელებმა მიიწერონ.

ბევრი სხვა კარგი ამბავიც მოხდა, თუმცა ყირიმი ყველას ჩრდილავს და ახლა ამ ამბებით თავს აღარ შეგაწყენთ. მოკლედ:
▪️ გენიჩესკში (ფრონტიდან 150 კმ-ში ) დაიბომბა რუსული ბაზა (ვიდეო კომენტარშია)
▪️ მელიტოპოლთან, კირილოვკაში (ესეც ფრონტიდან 150 კილომეტრში ) დაიმბომბა რუსული საწყობი (ვიდეო კომენტარშია)
Мамуля, надо сваливать!
Слава Україні! ????????", - წერს ლოლაძე.


[center][thumb]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა