"მთელი ჩოხატაური ტირის. საოცარი ბიჭები დავკარგეთ“ - ვინ არიან გურიაში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები?
ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთ-ერთი სამართალდამცველი გიორგი ხაჯიბეგოვია, რომელიც ჩოხატაურის სოფელ ვანზომლეთიდან იყო. ასევე გარდაცვლილია გოგა მეფარიშვილი, რომელსაც მეუღლე და შვილები დარჩა.
"ჩოხატაური... უმძიმეს ავარიას ჩოხატაურელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი დაშავებულია. ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი, ჩემს ძმასთან მეგობრობდნენ... ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას.... რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს, ახლობლებს ... გამძლეობას გისურვებთ..." - წერს დაწერა ბლოგერმა გივიკო დიდიამ.