რუსი ქურდების ახალი სლოგანია, "დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ“ - პოდოლიაკი
რუსი ქურდების ახალი სიმბოლოა - „დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
"დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ“ - ეს მოპარული ტერიტორიის ოკუპირებულ სახლებში მცხოვრები რუსი ქურდების ახალი სლოგანია. დონეცკს და ყირიმს იგივე სტატუსი აქვთ, რაც მარიუპოლს ან მელიტოპოლს. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპაციისგან უნდა გათავისუფლდნენ. ყველაფერი დანარჩენი რუსული პროპაგანდის ფიქციაა“, - წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, ყირიმში, ნოვოფედოროვკაში სამხედრო აეროდრომზე უკრაინელებმა იერიში მიიტანეს. ვიდეოში, რომელშიც აფეთქებული აეროდრომი ჩანს, გოგონა დედას სწორედ ამ სიტყვებით მიმართვას, „დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ“.