იაპონელი პენსიონერები ციხეში საკუთარი სურვილით მიდიან
მოხუცი იაპონელები, რომლებსაც ღირსეული ცხოვრების პირობები არ აქვთ და თავის რჩენა უჭირთ, საკუთარი სურვილით, ციხეში მიდიან. ბევრი მათგანი მზადაა თვეში 20-30 ათასი იენიც კი გადაიხადოს, რომ სამუდამოდ გისოსებს მიღმა დარჩეს.
იაპონიის ყველაზე დიდი ქალთა ციხე ხანდაზმული პატიმრებით გადატვირთულია. ციხის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი უმეტესობა თავისუფლად ცხოვრების დროს მარტოობითა და ხელმოკლე ცხოვრებით იტანჯებოდა და პატიმრობა მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზა გახდა.
იაპონურ ციხეში პატიმრებს სრულფასოვანი კვება და სამედიცინო მომსახურება აქვთ, ამიტომ საკანში მოხვედრა ბევრი მოხუცის ოცნებაა.
81 წლის ქალმა, რომელიც სასჯელს მაღაზიიდან საკვების ქურდობისთვის იხდის, აღიარა, რომ გისოსებს მიღმა მისი ცხოვრება სტაბილური გახდა. მან აღნიშნა, რომ ციხის თანამშრომელთა მუშაობით კმაყოფილია და მის საკანში მსოფლიოში ყველაზე კარგი ადამიანები სხედან.
CNN-ის ცნობით, 65 წელზე უფროსი ასაკის იაპონელების, დაახლოებით, 20% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. როგორც ერთ-ერთი ციხის მცველმა, ტაკაიოში შირანაგამ ჟურნალისტებს უთხრა, ბევრი ადამიანი ციხეში განგებ ხვდება, რათა შიმშილით ან სიცივით არ მოკვდეს და უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღოს, ამიტომ ხანდაზმული იაპონელები ცდილობენ, ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ.
წყარო: ფანთაიმი