თეგებით ძიება
15. 09. 2022 მსოფლიო

მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად, სამყარო პოზიტიური განვითარების გზაზე დავაყენოთ - ჩინეთის პრეზიდენტი

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უზბეკეთში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

შეხვედრაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ პუტინთან ორმხრივი ინტერესების შესახებ აზრების გაცვლას აპირებს.

„მზად ვართ, ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად ვითამაშოთ წამყვანი როლი, რათა ასეთი სწრაფად ცვალებადი სამყარო მდგრადი და პოზიტიური განვითარების გზაზე დავაყენოთ.

მზად ვარ, პრეზიდენტთან აზრები გავცვალო საერთაშორისო დღის წესრიგსა და ორმხრივი ინტერესების საკითხებზე“, - განაცხადა სი ძინპინმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა