თეგებით ძიება
16. 09. 2022 მსოფლიო

გერმანული არმია ევროპაში საუკეთესოდ აღჭურვილი უნდა გახდეს - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის გახდეს ევროპის უსაფრთხოების ლიდერი.

"როგორც დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა უდიდესი ეკონომიკური ძალით, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი არმია გახდეს თავდაცვის ქვაკუთხედი ევროპაში, საუკეთესოდ აღჭურვილი ძალა,“ - აცხადებს შოლცი.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შეცდომით მიიჩნია, რომ გერმანია მეგობრებით არის გარშემორტყმული.

"პრაქტიკაში ვაჩვენებთ, რომ გერმანია მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს შოლცი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა