თეგებით ძიება
21. 09. 2022 მსოფლიო

რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული მუქარა განახორციელა და დაუფიქრებლად უგულებელყო [ბირთვული იარაღის] გაუვრცელებლობის რეჟიმი. ახლა რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს რთავს ბრძოლაში, ხოლო კრემლი ფიქტიურ რეფერენდუმს აწყობს უკრაინის ნაწილების ანექსიის მიზნით, რაც გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა