თეგებით ძიება
28. 09. 2022 მსოფლიო

უნდა მოვემზადოთ უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ყველა უნდა მოემზადოს უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის.

"გაზრდილი ფასები ენერგორესურსებზე, ინფლაცია, იარაღის წარმოებაზე გამოყოფილი თანხა, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა ფულით იზომება და უკრაინელების გადახდილი ფასი სიცოცხლით. ყველა უნდა მოვემზადოთ მძიმე ზამთრისთვის, უნდა მოვემზადოთ უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ისაუბრა იმ ამოცანების შესახებ, რომელიც ახლა ნატოს აქვს.

"ნატოს აქვს 2 ფუნდამენტური ამოცანა უკრაინაში მიმდინარე ომში. პირველი, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება, მეორე ამოცანაა ნატომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა