ჩხუბი "ორ ნაბიჯში" - უცხოელმა მომხმარებელმა მაღაზიის თანამშრომლები ცემა (ვიდეო)
გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ დაესხა თავს მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ მაღაზიაში მთვრალი უცხოელი თანამშრომლებსა და სხვა მომხმარებელს.
არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მამაკაცმა მიიჩნია, რომ მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა და ამის გამო მან მაღაზიის თანამშრომლების შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდა.
ინფორმაციას და ვიდეოკადრებს "სენაკის ქრონიკა" ავრცელებს.