16 წლის გოგონა გარდაიცვალა - ანსამბლი "ცეკური" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქორეოგრაფიული ანსამბლი "ცეკური“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ანსამბლის აღზრდილი მოულოდნელად გარდაიცვალა. შემთხვევა ბაღდათში მოხდა.
"უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა, ჩვენი აღზრდილი და ანსამბლის დიდი გულშემატკივარი იყო ანი.
არ არსებობს სიტყვები, რომელსაც ამ ტკივილის შემსუბუქება შეუძლია! ანსამბლის შემოქმედებითი ჯგუფისა და თითოეული წევრის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და სულიერ სიძლიერეს ვუსურვებთ!", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგოს მოულოდნელად გული გაუჩერდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა დარბაზში მოხდა.
"მოულოდნელად გახდა ცუდად დარბაზში. უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპა", - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.