თეგებით ძიება
12. 10. 2022 მსოფლიო

ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ - ჯო ბაიდენი პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ ისაუბრა.

მან ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და დასძინა, რომ მისი აზრით, პუტინი ამას არ გააკეთებს.

"არ ვფიქრობ, რომ ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლოდ საუბრობს ამაზე, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ მან შესაძლოა, ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, შეხვდება თუ არა ის პუტინს მომდევნო თვეში ინდონეზიაში გამართულ G20-ის სამიტზე. მისი თქმით, ვერ ხედავს კარგ მიზეზს ამისთვის.

"მე არ მაქვს მასთან შეხვედრის განზრახვა, მაგრამ თუ ის G20-ის სამიტზე ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ სურს ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებაზე საუბარი, მე მას შევხვდებოდი. ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას აღნიშნა:

"ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. მან უბრალოდ არასწორად გათვალა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა