თეგებით ძიება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტი მომავალი წლისათვის ავტომატურად იზრდება 19 მილიონი ლარით და გახდება 101 მილიონი ლარი" - რას წერს რომან გოცირიძე

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე "აზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტის ზრდაზე წერს:

"ამაზე დიდი უგუნურობა რა უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის ავტომატურად იზრდება 19 მილიონი ლარით და გახდება 101 მილიონი ლარი. მხოლოდ ნაზარდი თითქმის ორჯერ მეტია, რამდენიცაა, მაგალითად ტვ პირველის ორი წლის ბიუჯეტი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომლის დაფინანსება პირდაპირაა მიბმული მშპ-ს ზრდასთან. ეს არის დროებითი ნორმა, რომელიც თითქმის ათი წელია რაც მოქმედებს, რომელიც დღემდე არავის შეუცვლია და რომელიც საოცარი ტემპით ჭამს გადასახადების გადამხდელების მიერ წვალებით გამომუშავებულ ფულს", - წერს გოცირიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა