თეგებით ძიება
17. 10. 2022 მსოფლიო

მორალურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი რუსეთის ამ ომს აგებს - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი ომს აგებს.

"ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მთელ მსოფლიოში გრძელდება. რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება, ეს გაეროში ბოლო დღეებში ვნახეთ. მორალურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ბორელმა.

ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს.

"ჩვენ განვიხილავთ ირანის ჩართულობის კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

მაგრამ დღევანდელი სანქციები დაკავშირებული იქნება დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებთან", - განაცხადა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა