თეგებით ძიება
18. 10. 2022 მსოფლიო

"რუსეთი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის..." - რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი?

დღეს დილით ოკუპანტებმა უკრაინა ისევ დაბომბეს. ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და წერს:

"უკრაინა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა. მიკოლაევში მტერმა S-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. ადამიანი გარდაიცვალა. თავდასხმა იყო ყვავილების ბაზრობაზეც, წაბლის პარკში. საინტერესოა რას ებრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტებზე?

ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს", - წერს ელენსკი "ტელეგრამზე".

ცნობისთვის, დილიდან მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, დაიბომბა კიევი, მიკოლაევი, ხარკოვი. დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში შეიჭრა და აგრესიული ომი წამოიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა