„ღმერთი რომ შვილს მეორედ გაჩუქებს და შენ მას სავაჭროდ დახლზე გამოიტან... მართლაც, ზნეობის ჯვარცმა...“ - ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე თბილისის მერისა და ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილი ბიჭუნას შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ამ ბიჭის მორალური მკვლელობაა.
„ღმერთი რომ შვილს მეორედ გაჩუქებს და შენ მას სავაჭროდ დახლზე გამოიტან, არ ვიცი რა ვთქვა. მართლაც, ზნეობის ჯვარცმა... და მარიტას სიკვდილი თუ დაუგეგმავი ტრაგედია იყო, ეს ამ ბავშვის გამიზნული მორალური მკვლელობაა. ეს რომელ მონსტრს მოუვიდა თავში?!“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე.
ცნობისთვის, დღეს ვაკის პარკში დენის დარტყმისას დაშავებული 13 წლის ლაზარე კახა კალაძემ მოინახულა და ბურთი და მაისური აჩუქა.
ღმერთი რომ შვილს მეორედ გაჩუქებს და შენ მას სავაჭროდ დახლზე გამოიტან, არ ვიცი რა ვთქვა ???? მართლაც, ზნეობის ჯვარცმა ???? და...Posted by Lagazidze Khatuna on Tuesday, 18 October 2022