თეგებით ძიება
26. 10. 2022 მსოფლიო

კრემლის პროპაგანდისტს, მარგარიტა სიმონიანის სომხეთში შესვლა აეკრძალა?

კრემლის პროპაგანდისტის, სამთავრობო ტელეარხ Russia Today-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს სომხეთში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.

„კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც", – წერს სიმონიანი ტელეგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, მარგარიტა სიმონიანისთვის დაწესებულ აკრძალვაზე, სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა