თეგებით ძიება

"ფარსია - საკუთარ პოტენციურ დამჭერს არავინ ნიშნავს…" - გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნაზე

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას ფარსს უწოდებს.

"თუ გვინდა რეალური ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნა, მისი ხელმძღვანელის შერჩევა მთლიანად პოლიტიკური ოპოზიციის პრეროგატივა უნდა იყოს.
პრემიერის მიერ ბიუროს უფროსის დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტი და შესაბამისად ფარსია - საკუთარ პოტენციურ დამჭერს არავინ ნიშნავს…", - წერს ხუხაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა