თეგებით ძიება
29. 10. 2022 მსოფლიო

საჭმელი არ ჰქონდათ... ტყეში უამრავი მკვდარია - რას ამბობს უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცის ცოლი?

რუსეთში, ეკატერინბურგიდან მობილიზებული სამხედრო მოსამსახურის მეუღლე BBC-თან საუბრობს.

მისი თქმით, მისი მეუღლე მობილიზებულებს შორის 26 სექტემბერს გამოიძახეს. მანამდე კი ის სამხედრო სამსახურში 20 წელზე მეტი ხნის წინ მსახურობდა, ახლა 42 წლისაა.

"საჭმელი არ ჰქონდათ, შეიარაღებულები არიან ძველი ტყვიამფრქვევებით და ტექნიკით, რაც ნახევრად გაფუჭებულია. მეუღლე ამბობს, რომ ამ ტყეში ბევრი მკვდარია, რომლებიც არ გაჰყავთ.“ – ამბობს ელენა საპრუნოვა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე ოჯახს არ დაკავშირებია, მან მხოლოდ 27 ოქტომბერს შეძლო სახლში დაბრუნება.


ცნობისთვის, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანა რუსეთის ათასობით მოქალაქემ დატოვა, ბევრი კი სამხედრო გაწვევას უკვე შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა