თეგებით ძიება

გმირობა რუსულად - გოგო, რომელმც მამა სამხედრო კომისარიატში დააბეზღა და ომში გაუშვა, მინისტრმა დააჯილდოა

ანალიტიკოს, ზურა ბატიაშვილის ინფორმაციით, რუს გოგოს, რომელმაც მამა სამხედრო კომისრიატში დააბეზღა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მედალი გადასცა.

"რუსეთში გრძელდება მობილიზაციასთან დაკავშირებული ტრაგიკომედიები:
ახალგაზრდა გოგონამ საკუთარი მამა დააბეზღა სამხედრო კომისარიატში (უთხრათ მისი ადგილსამყოფელი), რომელიც მობილიზაციას ემალებოდა.
ეს გოგონა დიდი ალბათობით მამის გარეშე დარჩება. თუმცა, მას რჩება ამ საქციელის გამო რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გადაცემული მედალი, რითაც ალბათ დიდხანს იამაყებს და შვილიშვილებსაც მოუყვება თავის "გმირობას", - წერს ზურა ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში უკრაინასთან ომში რამდენიმე ასეული ათასი სამხედრო წაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა