თეგებით ძიება

"დედას გარდაცვლილ შვილს არ ატანენ, დავალიანების გამო... ვიღაც ეპისკოპოსი კი 120 000-დოლარიან მანქანას ყიდულობს... მძულს ყაჩაღად ქცეული ხელისუფლებაც და სამღვდელოებაც!" - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ერთნაირად სძულს ყაჩაღად ქცეული ხელისუფლებაც და სამღვდელოებაც.

"თურქეთიდან დედას 15 წლის გარდაცვლილ შვილს არ ატანენ, დავალიანების გამო.
ამ დროს, ვიღაც ეპისკოპოსი 120 000 დოლარიან მანქანას ყიდულობს...
პრემიერს, მაჯაზე 500 000-იანი საათი უკეთია.
ერთნაირად მძულს ყაჩაღად ქცეული ხელისუფლებაც და სამღვდელოებაც!!!", - წერს სულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა. ის ჯერ მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადიოდა, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თურქეთის კლინიკაში არსებული დავალიანების გამო, ოჯახს მიცვალებულს არ ატანენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმეონის შესახებ საუბრობს, რომელმაც 254 ათასლარიანი მანქანა იყიდა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა