ჩვენი მებრძოლები, დონბასში პოზიციებს ინარჩუნებენ - ვოლოდიმერ ზელენსკი ომის მიმდინარეობას აფასებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება.
მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს.
„ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.