თეგებით ძიება
22. 11. 2022 მსოფლიო

ეს, ალბათ, ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. უკანასკნელი შანსი, მივაღწიო დიდ ოცნებას - რას ამბობს ლიონელ მესი?

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ამასთან, 35 წლის ფეხბურთელი არგენტინის სახელით პირველ მატჩს დღეს, სამშაბათს, საუდის არაბეთთან ითამაშებს.

"ეს, ალბათ, ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, ჩემი უკანასკნელი შანსი მივაღწიო ამ დიდ ოცნებას, რომელიც მაქვს", - თქვა მესმიმ.

"ოქროს ბურთის" შვიდგზის მფლობელს მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მოუგია, ყველაზე ახლოს მასთან 2014 წელს იყო, როცა არგენტინამ ფინალი წაგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა