თეგებით ძიება
24. 11. 2022 მსოფლიო

დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ - რა განცხადებას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი?

ჩვენი ინფრასტრუქტურის დაბომბვა, დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმების გამო.

"ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ მხარდაჭერას ჩვენი ცის დასაცავად. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები.

რა შეიძლება გითხრათ ახლა ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენელმა? რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იტანჯება მათი რაკეტებით? ყველაფერი აშკარაა. ყველაფერი ზედმეტად აშკარაა. მოგიწოდებთ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები კაცობრიობის და სიცოცხლის დასაცავად! უშიშროების საბჭომ უნდა მისცეს მკაფიო შეფასება ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებების შესახებ გაეროს წესდების მე-7 ნაწილის შესაბამისად", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა