თეგებით ძიება
25. 11. 2022 მსოფლიო

ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს - „პოლიტიკო“

ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "ყველაზე მეტ სარგებელს ომისგან აშშ იღებს, რადგან მეტ ბუნებრივ აირს ყიდის, თან ძვირად, აშშ შემოსავალს, ასევე, იღებს იარაღის გაყიდვიდანაც“.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირი აცხადებს, რომ მსოფლიო ახლა ისტორიულ ეტაპზეა, რადგანაც აშშ-ის მიერ ინფლაციის გამო წამოწყებულმა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ და ენერგიაზე მაღალმა ფასებმა, ორმაგი დარტყმა მიაყენა ევროპას და საზოგადოებაში ომისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზარდა.

„აშშ-ში უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში იცვლება“, – ამბობს გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომლის კომენტარს „პოლიტიკო“ ანონიმურად ავრცელებს.


წყარო - digest.pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა