თეგებით ძიება
08. 12. 2022 მსოფლიო

ოკუპანტებს მშვიდობიანი მოქალაქეები მიჰყავდათ, ხელებს უკრავდნენ და სიკვდილით სჯიდნენ - გაერო ახალ მონაცემებს ავრცელებს

გაერო-მ უკრაინის სამ ოლქში 441 მშვიდობიანი მოქალაქის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი დაადასტურა

ანგარიშის თანახმად, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, რომელიც 5-დან 30 მარტამდე რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მისიამ დააფიქსირა 73 მშვიდობიანი მოქალაქის (54 მამაკაცი, 16 ქალი, 2 ბიჭი და 1 გოგონა) მკვლელობა და მიმდინარეობს პროცესი დამატებით 105 სავარაუდო მკვლელობის დასადასტურებლად.

„რუს ჯარისკაცებს მშვიდობიანი მოქალაქეები დაკავების ადგილებში მიჰყავდათ და შემდეგ ტყვეობაში სიკვდილით სჯიდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა