თეგებით ძიება

"უკრაინელებს თქვენი დახმარება, რა თქმა უნდა, ეამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს..." - ზურა ხაჩიძე იმათ მიმართავს, ვისაც უკრაინაში საომრად უნდა წასვლა

მომღერალი, ზურა ხაჩიძე ქართველ ახალგაზრდებს მიმართავ და მოუწოდებს, უკრაინაში ომში წასვლის ნაცვლად ისწავლონ და საკუთარ საქმეს მოკიდონ ხელი.

"ჩემი მოკრძალებული და გულწრფელი რჩევა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკრაინაში, ომში წასვლის სურვილს გამოხატავენ:
თქვენი მოქმედება ორ ცეცხლ შუა გვაყენებს. ერთის მხრივ თქვენი ყოვლად პატიოსანი გულისძგერა თვალწინ გვიდგას, საქვეყნო, ბრწყინვალე და დიდებული გულისძგერა, რომლის წინაშე აღტაცებით და სასოებით მუხლი უნდა მოიდრიკოს ყველა პატრიოტმა კაცმა... მეორე მხრივ, განსაცდელი და საფრთხე დიდია. განა საფიქრებელი არ არის, რომ თქვენი, და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ბედი, ამ საფრთხესა და განსაცდელში არ ჩავარდეს! უკრაინელებს თქვენი თანაგრძნობა და დახმარება, რა თქმა უნდა, ეამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს... რა ვქნათ? ბედმა ამისთანა დღეში ჩაგვაგდო, რომ ჩვენი სიკეთისგან სხვისთვის ვერავის გავწირავთ, ყოველივე ჩვენი კეთილი ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ და ამისათვის ყველა სხვა წყურვილი უნდა მოვიკლათ...

ისწავლეთ, თქვენ-თქვენი საქმე აკეთეთ, ცოდნა შეიძინეთ... მხოლოდ ამას შეალიეთ თქვენი დღეები და ამ ორი უძლიერესი იარაღით მოდით და დაეპატრონეთ თქვენს ქვეყანას, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არ აქვს და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნას და ბედნიერებას. ქვეყანა იმითი კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმითი, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულ-განათლებული ბევრი ადამიანი არ ყავს. კარგად გამიგეთ, თქვენი თავი ძალიან ძვირად გვიღირს და სიძუნწეში ნურავინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთი თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენი ქვეყნისათვის ხართ საჭირონი.

უთქვენობა ძვირად რომ არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდან მაგ პატიოსან გულისთქმას. განსაცდელის შიში აქ საბუთია და სამართლიანი... ეს არის ჩემი რჩევა, თქვენი ქვეყნის შვილის რჩევა!", - წერს ხაჩიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა