თეგებით ძიება
22. 12. 2022 მსოფლიო

აშშ-დან წამოსული ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-დან დაბრუნებისას, პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა 2022 წელი შეაჯამა და იმ რთულ ისტორიულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც უკრაიონაში, რუსეთის შეჭრამ გამოიწვია.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დუდას უკრაინისა და უკრაინელების განსაკუთრებული დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ში შედგა, გუშინ ის ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა და კონგრესს სიტყვით მიმართა.

ზელენსკი და უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში პოლონეთიდან გაფრინდა, იქამდე კი მატარებლით ჩავიდნენ. სავარაუდოდ იგივე მარშრუტით ბრუნდება პრეზიდენტი უკრაინაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა