თეგებით ძიება
31. 07. 2023 ვიდეო

ვინ არის თაღლითობაში ბრალდებული ქალი, რომელმაც ათობით პირი საზაფხულო არდადეგებისა და საქორწინო მოგზაურობების გარეშე დატოვა? - ტურისტული კომპანიის სკანდალური საქმე (ვიდეო)

ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ „ფოლოუ თრეველმა" 50-მდე ადამიანი საზაფხულო არდადეგების და საქორწინო მოგზაურობების გარეშე დატოვა. თაღლითური სქემის მიხედვით, ტურ-ოპერატორმა მსურველებს, საქართველოს საზღვრებს გარეთ, სასურველი სასტუმრო, ერთი კვირის ნაცვლად, მხოლოდ 2 დღით დაუქირავა. თანაც ისე, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც არ უყიდია, თუმცა მათგან სოლიდური თანხა აიღო.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან მიმოწერა ახლა თაღლითობის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. ამით უნდა დადასტურდეს თანხების უკანონო მითვისება, რომელმაც 50-მდე ადამიანის საზაფხულო დასვენება, საქორწინო მოგზაურობა თუ საქმიანი ვიზიტი ჩაშალა. მითვისებული თანხა ათიათასობით ლარია.

ყველა დაზარალებულის შემთხვევაში სქემა იდენტური არ არის - ზოგს მხოლოდ ერთი გზის ბილეთი უყიდეს და უკან დასაბრუნებელი არა, ზოგს არცერთი.

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მომხმარებლები თაღლითობისთვის უჩივიან, სალომე ბლიაძეა, "ფოლოუ თრეველის" დამფუძნებელი. მას კომპანია რეგისტრაციაში გატარებული აქვს სახელით - "ფოლოუ თრეველ 2018", რაც ამაღლებდა სანდოობას, რომ ის თითქოს ბაზარზე ოპერირებდა 2018 წლიდან, თუმცა რეალურად ის მიმდინარე წლის გაზაფხულზეა რეგისტრირებული.

ოფისის დახურვის პარალელურად, ბრალდებების ადრესატმა სოციალურ ქსელში დაბლოკა დაზარალებულთა უმრავლესობა. გათიშა მობილური ტელეფონი და მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა.

ბრალდებების ადრესატი დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ თაღლითობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა