არ მახსენდება არჩევნები საქართველოში, როდესაც ქვეყნის გარედან ასეთი ზეწოლა ყოფილიყო - გიორგი კახიანი
არ მახსენდება არჩევნები საქართველოში, როდესაც ქვეყნის გარედან ასეთი ზეწოლა ყოფილიყო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლინებაზე, - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
„ეს არის იმის მცდელობა, რომ ამომრჩევლის ნებაზე გარკვეული გავლენა მოახდინონ, მაგრამ ამ ყველაფერმა ისეთი ხასიათი მიიღო, რომ საზოგადოება ამაზე აღარც რეაგირებს ისე მტკივნეულად, როგორც ეს თავიდან შეიძლება ყოფილიყო. საზოგადოებაში უსამართლობა ძალიან დიდი გაღიზიანებას იწვევს. ამ გაუთავებელი განცხადებებითა და ზეწოლებით, ისეთი სურათი იქმნება, რომ მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ან „ქართულ ოცნებაზე“ ან ხმა მისცეს ძალას ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.